Friday, June 29, 2018
ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია
დღევანდელმა დღემ მეტად გააღრმავა ჩვენი ცოდნა .
დღევანდელ დღეს შევისწავლეთ , თუ როგორ გვემუშავა დრაივზე , შევქმენით , ვიმუშავეთ პორტფოლიოზე , სადაც შევიტანეთ დამატებით დღევანდელ ტრენინგზე შექმნილი მასალა და წიგნიდან ის მასალა , რაც დაგვჭირდა დღევანდელ ტრენინგზე.
ვისწავლეთ ბლოგის გაზიარება , ასევე ის ტექნიკური დეტალები , რომლებიც დაგვჭირდა კომპიუტერთან მუშაობის პროცესში.
გავეცანით გეგმის შაბლონს , მის რამდენიმე კომპონენტს და შევავსეთ რამდენიმე გრაფა.
ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე ვიმუშავეთ პროექტის ბუკლეტზე და დავეცანით მის რამდენიმე ნიმუშს.
ტრენინგზე ყურადღება გამახვილდა პროექტის გეგმის შაბლონში მოცემულ ერთ -ერთ პუნქტზე-პროექტის მოკლე შინაარსი- აქ განვიხილეთ კიდევ ერთხელ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ასევე გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის სიტყვებს.
დღეს სახელმძღვანელოში -ვიუევრში მუშაობა მეტად გაგვიადვილდა .
დღევანდელი დღე მეტად ნაყოფიერი და საინტერესო იყო ... აქტიური და საიმნტერესო...
მადლობა...
Thursday, June 28, 2018
პირველი დღის რეფლექსია
დღეს იყო ტრენინგის პირველი დღე, რომელიც იყო ნაყოფიერი და საინტერესო.
აღნიშნულ დღეს გავეცანით მუშაობის განრიგს , მიზნებს, ვისაუბრეთ და ვისწავლეთ გარკვეული საკითხები.
პირველ რიგში გავეცანით ინტელის ტრენინგის მიზნებს , ამოცანებს. გავეცანით წიგნის ელექტრონულ ვარიანტს , რომლის მიხედვითაც ვისწავლით პროექტებით სწავლებას , განვიხილეთ რამდენიმე ნიმუში , გავეცანით წიგნის სტრუქტურას და იმას, თუ როდის რომელ მოდულსა თუ აქტივობას გავივლიდით.
განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ხაზი გაესვა იმას, თუ როგორ დაეხმარება ამ უნარ-ჩვევების განვითარებაში პროექტებით სწავლება და რა დიდ დახმარებას გაუწევდა მასწავლებელს მუშაობის პროცესში, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისობაში ყოფნა ჩვენი პროექტის მიზნებთან.
ვისწავლეთ ბლოგის შექმნა . მისი ფონების შეცვლა , ასევე როგორ მივაბათ ერთი ბლოგი მეორეს , გამოქვეყნება ჩვენი ნაწერის ...
Subscribe to:
Posts (Atom)
რაისა სამარჯევის პორტფოლიო- ინტელის პროექტებით სწავლება 28.06.2018-14.07.2018
რაისა სამარჯევის პორტფოლიო- ინტელის პროექტებით სწავლება 28.06.2018-14.07.2018
-
დღევანდელმა დღემ მეტად გააღრმავა ჩვენი ცოდნა . დღევანდელ დღეს შევისწავლეთ , თუ როგორ გვემუშავა დრაივზე , შევქმენით ,...
-
დღევანდელი დღე დატვირთული იყო თეორიით, რომელსაც საინტერესო პრაქტიკული დავალებები ახლდა თან. პირველ რიგში, განვიხილეთ ჩ...
-
დღეს იყო ტრენინგის პირველი დღე, რომელიც იყო ნაყოფიერი და საინტერესო. აღნიშნულ დღეს გავეცანით მუშაობის განრი...