Saturday, July 14, 2018

რაისა სამარჯევის პორტფოლიო- ინტელის პროექტებით სწავლება 28.06.2018-14.07.2018






რაისა სამარჯევის პორტფოლიო- ინტელის პროექტებით სწავლება 28.06.2018-14.07.2018









ტრენინგიის შეჯამება - ინტელის პროექტებით სწავლება

          

 ,,  მეტი იმედი შორ გზაზე ,,

   დღეს მეცხრე დღეა , მინდა შევაჯამო ტრენინგის მსვლელობა. 

   ტრენინგები ზრდის ადამიანს პროფესიულად და არა მარტო პროფესიულად , პიროვნულად... აქ შეხვდებით ადამიანებს, რომლებისგანაც იმდენად ბევრს სწავლობ , რომ მაშინვე ვერ აცნობიერებ... 

  თითქოს  მცირედი ინფორმაცია, რომელიც დღეს მხოლოდ ფურცლის ერთ გაცრეცილ, და უსარგებლო ფურცელზეა დატანილი, რამდენიმე თვეში უმნიშვნელოვანესი იარაღი ხდება , იარაღი , რომელიც გიმსუბუქებს გასავლელი გზის სიძნელეს.

    წარმატებული ტრენინგი სწორედ ამ მრავალი პატარა ინფორმაციის არსებობაა და ამავე დროს, ამ ყველაფერს ამყარებს ტრენერის მიერ ნელა , გააზრებისთვის საჭირო დროის ფარგლებში ნასწავლები მოქმედებები , ხერხები , გზები , სტრატეგიები ...

    მნიშვნელოვანია ადგილზე მუშაობა , რომელიც მრავლად იყო ჩვენი ტრენინგის მსვლელობისას , ეს გვეხმარებოდა განგვემტკიცებინა მოწოდებული ინფორმაცია ...

   პირველი დღის დაღლილობა ნელ-ნელა ქრებოდა დანარჩენი დღის ტრენინგებზე ...

   რაც მთავარია, გარემო, სადაც გვიტარდებოდა ტრენინგი იყო კეთილგანწყობილი , კეთილგანწყობილი ტრენერის ჩათვლით, სადაც ერთი წამით არ იგრძნობა რამე დამამცირებელი ჟესტი , მიმიკა ან სიტყვა ... მადლობა ყველაფრისთვის .

   ასეთი ტრენინგები მეტ სურვილს გვიღვიძებს განვითარებისთვის ...
                                                                                        


                                                                                                                    ავტორი :
                                                                                                                    კმაყოფილი მსმენელი 
                                                                                                                    რაისა სამარჯევი  

ტრენინგის მეცხრე დღე

   





მეცხრე დღე და კიდევ ნაყოფიერი მუშაობა...

 დღეს გადავხედეთ მთელ პორტფოლიოს და ჩავამატეთ ის რაც აკლდა პორტფოლიოს ...

  ვისწავლეთ ახალი ინტერნეტ-გვერდები და ეს ძალიან მახარებს...

 მადლობა...


Tuesday, July 10, 2018

მეშვიდე დღე- ინტელის პროექტებით სწავლება

     




   დღევანდელი დღე გამოირჩეოდა იმით, რომ ძირითადად დამოუკიდებლად ვმუშაობდით . მოსვლისთანავე დავიწყეთ მუშაობა ჩვენ მიერ შესასრულებელ დავალებებზე, რუბრიკებზე , სადაც შევიტანეთ შეასწორებები...

   ვისწავლეთ რამდენიმე საინტერესო დეტალი კომპიუტერთან მუშაობის , ასევე საინტერესო და ძალიან გამოსაყენებელი საიტი ...

   საბოლოოდ კი ვიმუშავეთ დიფერენცირენცირებაზე  და შევავსეთ პროექტის გეგმის გარკვეული ნაწილები ისევ ...

   საინტერესო იყო დღევანდელი დღე ... კმაყოფილება მეტად და მეტად იგრძნობა , მიუხედავად სიცხისა და ჩვენი ზოგადი გადაღლილობისა ...

 მადლობა დღევანდელი დღისთვის...

Sunday, July 8, 2018

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია







     დღევანდელი დრე იყო ძალიან , ძალინ , ძალიან დატვირთული ინფორმაციით , გავიარეთ ისეთიო საკითხები, როგორიცაა  შეფასების გეგმაში ასახული მეთოდები , პროცედურები ... ყველა მეთიოდისა თუ აქტივობისათვის შესაქმნელია ჩეკლისტები, შეფასებები ... მოკლედ , რომ ბევრი მუშაობაა საჭირო , რათა გეგმის შინაარსსა თუ მიზნებს ჰქონდეთ სწორი კავშირი ერთმანეთთან...

  შექმნილი პრეზენტაციები დრაივიდან გადავიტანეთ ბლოგზე , ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე , ასევე ჩეკლისტებზე , შეფასების რუბრიკებზე და მინდა აღვნიშნო , რომ დღეს , დავიღალე , მაგრამ მნიშვნელოვანი ტრენინგი იყო, რადგან შეფასება , ესაა ის რაც ძალიან დიდ დაფიქრებას, სწორ არჩევას გულისხმობს იმ ინსტრუმენტებისას რაც ამ მხრივაა აუცილებელი.

  ბლოგზე ტექნიკური საკითხების მოგვარების გზას გავეცანით , რაც შემდეგში , როდესაც მოვახდენთ ბლოგის განახლებასა თუ შეცვლას ძალიან გამოგვადგება...

 დღეს იმდენად ბევრი და საინტერესო ინფორმაცია მივიღე, ვშიშობ კიდევ გადამავიწყდა ამ წუთას , რაზე ვიმუშავეთ...

    უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის...
 

მოსწავლის ნიმუში

რაისა სამარჯევის პორტფოლიო- ინტელის პროექტებით სწავლება 28.06.2018-14.07.2018

რაისა სამარჯევის პორტფოლიო- ინტელის პროექტებით სწავლება 28.06.2018-14.07.2018