რაისა სამარჯევის პორტფოლიო
Saturday, July 14, 2018
ტრენინგიის შეჯამება - ინტელის პროექტებით სწავლება
,, მეტი იმედი შორ გზაზე ,,
დღეს მეცხრე დღეა , მინდა შევაჯამო ტრენინგის მსვლელობა.
ტრენინგები ზრდის ადამიანს პროფესიულად და არა მარტო პროფესიულად , პიროვნულად... აქ შეხვდებით ადამიანებს, რომლებისგანაც იმდენად ბევრს სწავლობ , რომ მაშინვე ვერ აცნობიერებ...
თითქოს მცირედი ინფორმაცია, რომელიც დღეს მხოლოდ ფურცლის ერთ გაცრეცილ, და უსარგებლო ფურცელზეა დატანილი, რამდენიმე თვეში უმნიშვნელოვანესი იარაღი ხდება , იარაღი , რომელიც გიმსუბუქებს გასავლელი გზის სიძნელეს.
წარმატებული ტრენინგი სწორედ ამ მრავალი პატარა ინფორმაციის არსებობაა და ამავე დროს, ამ ყველაფერს ამყარებს ტრენერის მიერ ნელა , გააზრებისთვის საჭირო დროის ფარგლებში ნასწავლები მოქმედებები , ხერხები , გზები , სტრატეგიები ...
მნიშვნელოვანია ადგილზე მუშაობა , რომელიც მრავლად იყო ჩვენი ტრენინგის მსვლელობისას , ეს გვეხმარებოდა განგვემტკიცებინა მოწოდებული ინფორმაცია ...
პირველი დღის დაღლილობა ნელ-ნელა ქრებოდა დანარჩენი დღის ტრენინგებზე ...
რაც მთავარია, გარემო, სადაც გვიტარდებოდა ტრენინგი იყო კეთილგანწყობილი , კეთილგანწყობილი ტრენერის ჩათვლით, სადაც ერთი წამით არ იგრძნობა რამე დამამცირებელი ჟესტი , მიმიკა ან სიტყვა ... მადლობა ყველაფრისთვის .
ასეთი ტრენინგები მეტ სურვილს გვიღვიძებს განვითარებისთვის ...
ავტორი :
კმაყოფილი მსმენელი
რაისა სამარჯევი
ტრენინგის მეცხრე დღე
მეცხრე დღე და კიდევ ნაყოფიერი მუშაობა...
დღეს გადავხედეთ მთელ პორტფოლიოს და ჩავამატეთ ის რაც აკლდა პორტფოლიოს ...
ვისწავლეთ ახალი ინტერნეტ-გვერდები და ეს ძალიან მახარებს...
მადლობა...
Tuesday, July 10, 2018
მეშვიდე დღე- ინტელის პროექტებით სწავლება
დღევანდელი დღე გამოირჩეოდა იმით, რომ ძირითადად დამოუკიდებლად ვმუშაობდით . მოსვლისთანავე დავიწყეთ მუშაობა ჩვენ მიერ შესასრულებელ დავალებებზე, რუბრიკებზე , სადაც შევიტანეთ შეასწორებები...
ვისწავლეთ რამდენიმე საინტერესო დეტალი კომპიუტერთან მუშაობის , ასევე საინტერესო და ძალიან გამოსაყენებელი საიტი ...
საბოლოოდ კი ვიმუშავეთ დიფერენცირენცირებაზე და შევავსეთ პროექტის გეგმის გარკვეული ნაწილები ისევ ...
საინტერესო იყო დღევანდელი დღე ... კმაყოფილება მეტად და მეტად იგრძნობა , მიუხედავად სიცხისა და ჩვენი ზოგადი გადაღლილობისა ...
მადლობა დღევანდელი დღისთვის...
Monday, July 9, 2018
Sunday, July 8, 2018
ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია
დღევანდელი დრე იყო ძალიან , ძალინ , ძალიან დატვირთული ინფორმაციით , გავიარეთ ისეთიო საკითხები, როგორიცაა შეფასების გეგმაში ასახული მეთოდები , პროცედურები ... ყველა მეთიოდისა თუ აქტივობისათვის შესაქმნელია ჩეკლისტები, შეფასებები ... მოკლედ , რომ ბევრი მუშაობაა საჭირო , რათა გეგმის შინაარსსა თუ მიზნებს ჰქონდეთ სწორი კავშირი ერთმანეთთან...
შექმნილი პრეზენტაციები დრაივიდან გადავიტანეთ ბლოგზე , ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე , ასევე ჩეკლისტებზე , შეფასების რუბრიკებზე და მინდა აღვნიშნო , რომ დღეს , დავიღალე , მაგრამ მნიშვნელოვანი ტრენინგი იყო, რადგან შეფასება , ესაა ის რაც ძალიან დიდ დაფიქრებას, სწორ არჩევას გულისხმობს იმ ინსტრუმენტებისას რაც ამ მხრივაა აუცილებელი.
ბლოგზე ტექნიკური საკითხების მოგვარების გზას გავეცანით , რაც შემდეგში , როდესაც მოვახდენთ ბლოგის განახლებასა თუ შეცვლას ძალიან გამოგვადგება...
დღეს იმდენად ბევრი და საინტერესო ინფორმაცია მივიღე, ვშიშობ კიდევ გადამავიწყდა ამ წუთას , რაზე ვიმუშავეთ...
უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის...
Subscribe to:
Posts (Atom)
რაისა სამარჯევის პორტფოლიო- ინტელის პროექტებით სწავლება 28.06.2018-14.07.2018
რაისა სამარჯევის პორტფოლიო- ინტელის პროექტებით სწავლება 28.06.2018-14.07.2018
-
დღევანდელმა დღემ მეტად გააღრმავა ჩვენი ცოდნა . დღევანდელ დღეს შევისწავლეთ , თუ როგორ გვემუშავა დრაივზე , შევქმენით ,...
-
დღევანდელი დღე დატვირთული იყო თეორიით, რომელსაც საინტერესო პრაქტიკული დავალებები ახლდა თან. პირველ რიგში, განვიხილეთ ჩ...
-
დღეს იყო ტრენინგის პირველი დღე, რომელიც იყო ნაყოფიერი და საინტერესო. აღნიშნულ დღეს გავეცანით მუშაობის განრი...