,, მეტი იმედი შორ გზაზე ,,
დღეს მეცხრე დღეა , მინდა შევაჯამო ტრენინგის მსვლელობა.
ტრენინგები ზრდის ადამიანს პროფესიულად და არა მარტო პროფესიულად , პიროვნულად... აქ შეხვდებით ადამიანებს, რომლებისგანაც იმდენად ბევრს სწავლობ , რომ მაშინვე ვერ აცნობიერებ...
თითქოს მცირედი ინფორმაცია, რომელიც დღეს მხოლოდ ფურცლის ერთ გაცრეცილ, და უსარგებლო ფურცელზეა დატანილი, რამდენიმე თვეში უმნიშვნელოვანესი იარაღი ხდება , იარაღი , რომელიც გიმსუბუქებს გასავლელი გზის სიძნელეს.
წარმატებული ტრენინგი სწორედ ამ მრავალი პატარა ინფორმაციის არსებობაა და ამავე დროს, ამ ყველაფერს ამყარებს ტრენერის მიერ ნელა , გააზრებისთვის საჭირო დროის ფარგლებში ნასწავლები მოქმედებები , ხერხები , გზები , სტრატეგიები ...
მნიშვნელოვანია ადგილზე მუშაობა , რომელიც მრავლად იყო ჩვენი ტრენინგის მსვლელობისას , ეს გვეხმარებოდა განგვემტკიცებინა მოწოდებული ინფორმაცია ...
პირველი დღის დაღლილობა ნელ-ნელა ქრებოდა დანარჩენი დღის ტრენინგებზე ...
რაც მთავარია, გარემო, სადაც გვიტარდებოდა ტრენინგი იყო კეთილგანწყობილი , კეთილგანწყობილი ტრენერის ჩათვლით, სადაც ერთი წამით არ იგრძნობა რამე დამამცირებელი ჟესტი , მიმიკა ან სიტყვა ... მადლობა ყველაფრისთვის .
ასეთი ტრენინგები მეტ სურვილს გვიღვიძებს განვითარებისთვის ...
ავტორი :
კმაყოფილი მსმენელი
რაისა სამარჯევი
No comments:
Post a Comment