Saturday, July 14, 2018
ტრენინგიის შეჯამება - ინტელის პროექტებით სწავლება
,, მეტი იმედი შორ გზაზე ,,
დღეს მეცხრე დღეა , მინდა შევაჯამო ტრენინგის მსვლელობა.
ტრენინგები ზრდის ადამიანს პროფესიულად და არა მარტო პროფესიულად , პიროვნულად... აქ შეხვდებით ადამიანებს, რომლებისგანაც იმდენად ბევრს სწავლობ , რომ მაშინვე ვერ აცნობიერებ...
თითქოს მცირედი ინფორმაცია, რომელიც დღეს მხოლოდ ფურცლის ერთ გაცრეცილ, და უსარგებლო ფურცელზეა დატანილი, რამდენიმე თვეში უმნიშვნელოვანესი იარაღი ხდება , იარაღი , რომელიც გიმსუბუქებს გასავლელი გზის სიძნელეს.
წარმატებული ტრენინგი სწორედ ამ მრავალი პატარა ინფორმაციის არსებობაა და ამავე დროს, ამ ყველაფერს ამყარებს ტრენერის მიერ ნელა , გააზრებისთვის საჭირო დროის ფარგლებში ნასწავლები მოქმედებები , ხერხები , გზები , სტრატეგიები ...
მნიშვნელოვანია ადგილზე მუშაობა , რომელიც მრავლად იყო ჩვენი ტრენინგის მსვლელობისას , ეს გვეხმარებოდა განგვემტკიცებინა მოწოდებული ინფორმაცია ...
პირველი დღის დაღლილობა ნელ-ნელა ქრებოდა დანარჩენი დღის ტრენინგებზე ...
რაც მთავარია, გარემო, სადაც გვიტარდებოდა ტრენინგი იყო კეთილგანწყობილი , კეთილგანწყობილი ტრენერის ჩათვლით, სადაც ერთი წამით არ იგრძნობა რამე დამამცირებელი ჟესტი , მიმიკა ან სიტყვა ... მადლობა ყველაფრისთვის .
ასეთი ტრენინგები მეტ სურვილს გვიღვიძებს განვითარებისთვის ...
ავტორი :
კმაყოფილი მსმენელი
რაისა სამარჯევი
ტრენინგის მეცხრე დღე
მეცხრე დღე და კიდევ ნაყოფიერი მუშაობა...
დღეს გადავხედეთ მთელ პორტფოლიოს და ჩავამატეთ ის რაც აკლდა პორტფოლიოს ...
ვისწავლეთ ახალი ინტერნეტ-გვერდები და ეს ძალიან მახარებს...
მადლობა...
Tuesday, July 10, 2018
მეშვიდე დღე- ინტელის პროექტებით სწავლება
დღევანდელი დღე გამოირჩეოდა იმით, რომ ძირითადად დამოუკიდებლად ვმუშაობდით . მოსვლისთანავე დავიწყეთ მუშაობა ჩვენ მიერ შესასრულებელ დავალებებზე, რუბრიკებზე , სადაც შევიტანეთ შეასწორებები...
ვისწავლეთ რამდენიმე საინტერესო დეტალი კომპიუტერთან მუშაობის , ასევე საინტერესო და ძალიან გამოსაყენებელი საიტი ...
საბოლოოდ კი ვიმუშავეთ დიფერენცირენცირებაზე და შევავსეთ პროექტის გეგმის გარკვეული ნაწილები ისევ ...
საინტერესო იყო დღევანდელი დღე ... კმაყოფილება მეტად და მეტად იგრძნობა , მიუხედავად სიცხისა და ჩვენი ზოგადი გადაღლილობისა ...
მადლობა დღევანდელი დღისთვის...
Monday, July 9, 2018
Sunday, July 8, 2018
ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია
დღევანდელი დრე იყო ძალიან , ძალინ , ძალიან დატვირთული ინფორმაციით , გავიარეთ ისეთიო საკითხები, როგორიცაა შეფასების გეგმაში ასახული მეთოდები , პროცედურები ... ყველა მეთიოდისა თუ აქტივობისათვის შესაქმნელია ჩეკლისტები, შეფასებები ... მოკლედ , რომ ბევრი მუშაობაა საჭირო , რათა გეგმის შინაარსსა თუ მიზნებს ჰქონდეთ სწორი კავშირი ერთმანეთთან...
შექმნილი პრეზენტაციები დრაივიდან გადავიტანეთ ბლოგზე , ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნაზე , ასევე ჩეკლისტებზე , შეფასების რუბრიკებზე და მინდა აღვნიშნო , რომ დღეს , დავიღალე , მაგრამ მნიშვნელოვანი ტრენინგი იყო, რადგან შეფასება , ესაა ის რაც ძალიან დიდ დაფიქრებას, სწორ არჩევას გულისხმობს იმ ინსტრუმენტებისას რაც ამ მხრივაა აუცილებელი.
ბლოგზე ტექნიკური საკითხების მოგვარების გზას გავეცანით , რაც შემდეგში , როდესაც მოვახდენთ ბლოგის განახლებასა თუ შეცვლას ძალიან გამოგვადგება...
დღეს იმდენად ბევრი და საინტერესო ინფორმაცია მივიღე, ვშიშობ კიდევ გადამავიწყდა ამ წუთას , რაზე ვიმუშავეთ...
უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის...
Saturday, July 7, 2018
ინტელის ტრენინგის - პროექტებით საწავლება -დღე მეოთხე
განვიხილეთ და ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე ...
მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის შექმნისთვის საჭირო ინსტრუმენტებზე ვიმუშავეთ და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ოპრეზენტაცია. პრეზენტაციის ჩეკლისტის ნიმუშებს გავეცანით .
დღევანდელი დღის მუშაობა იყო კარგი ...
Sunday, July 1, 2018
ინტელის ტრენინგის მესამე დღე
დღევანდელი დღე დატვირთული იყო თეორიით, რომელსაც საინტერესო პრაქტიკული დავალებები ახლდა თან.
პირველ რიგში, განვიხილეთ ჩვენ მიერ შევსებული პროექტის შინაარსის გრაფა , სადაც შევიტანეთ შესწორებები, მივიღეთ რჩევები და რეკომენდაციები, გადავხედეთ შექმნილ შაბლონებს , სადაც შევიტანეთ ტექნიკური და შინაარსობრივი ცვლილებები.
დღეს გადავედით ინტელის წიგნის მეორე მოდულზე და ვიმუშავეთ პირველ და მეორე აქტივობებზე .
განვიხილეთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული სტანდარტები და ინდიკატორები , აღნიშნული შევუსაბამეთ პროექტის შინაარსში მოცემულ მიზნებს , რომლებსაც თანდათად გადავანაწილებთ ან შევცვლიოთ ტრენინგის მსვლელობისას.
ვიმუშავეთ და ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. მიზნებისა და შედეგების გრაფაში გავითვალისწინეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები ...
მადლობა დღევანდელი ნაყოფიერი მუშაობისთვის...
Subscribe to:
Posts (Atom)
რაისა სამარჯევის პორტფოლიო- ინტელის პროექტებით სწავლება 28.06.2018-14.07.2018
რაისა სამარჯევის პორტფოლიო- ინტელის პროექტებით სწავლება 28.06.2018-14.07.2018
-
დღევანდელმა დღემ მეტად გააღრმავა ჩვენი ცოდნა . დღევანდელ დღეს შევისწავლეთ , თუ როგორ გვემუშავა დრაივზე , შევქმენით ,...
-
დღევანდელი დღე დატვირთული იყო თეორიით, რომელსაც საინტერესო პრაქტიკული დავალებები ახლდა თან. პირველ რიგში, განვიხილეთ ჩ...
-
დღეს იყო ტრენინგის პირველი დღე, რომელიც იყო ნაყოფიერი და საინტერესო. აღნიშნულ დღეს გავეცანით მუშაობის განრი...